Saturday, October 3, 2015

მეცხრე დღე

მოვახდინეთ  ტრენინგებზე  ნასწავლი მასალის  გამეორება-შეჯამება.  განვიხილეთ  თითოეული  მასწავლიბლის  პროექტის  პრეზენტაცია. ჩვენი გაკეთებული  პროექტები  ავტვირთეთ  ბლოგზე.  ეს  ტრენინგები  დაგვეხმარება  სასწავლო  პროცესის  საინტერესოდ  და  ხალისიანად  წარმართვაში.  დიდი  მადლობა.  ნახვამდის.

Saturday, September 19, 2015

მეშვიდე დღე

დღევანდელი  დღე  საინტერესო  იყო. შევისწავლეთ ურთიერთშეფასება.შეფასების დროს მნიშვნელოვანია  სწორად  გამოვიყენოთ  შექებისა  და  რჩევის ფორმები. გავეცანით  ერთმანეთის  ნამუშევრებს  და გავაკეთეთ  კომენტარები. შევქმენით  მასწავლეთა ნამუშევრის  შეფასების  კრიტერიუმები.რაც  დამვეხმარება ჩემი პროექტის  განხორციელებაში.  

Saturday, September 12, 2015

მეექვსე დღე

მეექვსე დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო. დღეს შევქმენით ნაშრომი  მისწავლის პოზიციიდან.ნაშრომზე მუშაობისას მივხვდი,  რამდენად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა,  თუ რა გვინდა ზუსტად,როგორ რთულია მოძიებული ინფირმაციის გამარტივება.თუ კარგად დავგეგმავთ პროექტის მსვლელობას, სწორად ჩამოვაყალიბებთ მიმარულების მიმცემ კითხვებს ეს დაგვეხმარება სასწავლო პროცესის საინთერესოდ და ხარისხიანად წარმართვაში. 

Thursday, September 10, 2015

მეხუთე დღემ

<მეხუთე დღეს გავეცანით საავტორო  უფლებების დაცვას  მივხვდი  რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტში ინფორმაციის  მოძიება და საავტორო უფლებების  დაცვა..დავასრულეთ პროექტის პრეზენტაცია პოვერპოინტში.  ვისწავლეთ  პროექტის პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება..

პროექტის პრეზენტაცია

Tuesday, September 8, 2015

მეოთხე დღე

მეოთხე დღეს ვისაუბრეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების შესახებ.გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას.ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა პოვერ პოინტში სლაიდების გამოყენებით.